მოგესალმები, სტუმარი | RSS
შაბათი, 2026-03-28, 9:26 PM
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სამი პატარა ლექსი...
WEB-MASTERთარიღი: შაბათი, 2011-10-29, 3:19 AM | შეტყობინება # 1
სერჟანტი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 30
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
..................................

ნუთუ შენ აქ ხარ…

თუ მე ვოცნებობ?

თითქოს ვერ ვარჩევ ოცნებებს დღეს...

ნუთუ შენ აქ ხარ,ასი წლის შემდეგ...

როცა ფოთლები იცლიან ფერს...

ნუთუ შენ აქ ხარ?

შენი ღიმილით,და იმ სიცილით,რომ ვერ ცვლის დრო,

ნუთუ შენ აქ ხარ,

როგორც წლების წინ,

წლები მიდიან ,გარეთ კი თოვს…

შენ მართლა აქ ხარ,

უკვე გაზრდილი..

ცხოვრება უცვლის ოცნებებს ფერს,

ჩვენ ვლაპარაკობთ ამინდზე,დროზე,

შენს ოცნებებსაც არ ყვები დღეს...

ეს მართლა მე ვარ !

მაგრამ შეცვლილი,

ჩვენც ერთად აღარ ვუყურებთ ცას,

ეს მართლა მე ვარ,იმ ბავშვობიდან,

და შენ მიღიმი,მე,როგორც სხვას...

..........................................



ვხედავ ნაპერწკლებს როცა იღიმი, მაგრამ,

ღიმილის გამო კი არ მიყვარხარ შენ...

მე მომწონს შენი სიცილი ხმა და თვალები,

მაგრამ მიზეზი, სულაც არ არის ეს...

მე მომწონს როცა ბავშვურად იცინი, მაგრამ,

ეს ის არ არის, რის გამოც შენზე ვწერ,

მე მომწონს შენი ხმა, გამოხედვა ღიმილი,

მაგრამ ამის თქმა სულაც არ მინდა დღეს....

მე შენში მიყვარს ის, რომ არაფერს ცდილობ,

როცა ფიქრობ და ჩუმად უყურებ ცას...

მიყვარხარ, რადგან არასდროს არჩევ სიტყვებს,

როცა არ ფიქრობ სად და რა უნდა თქვა...

მე შენში მიყვარს ის, რომ ნამდვილად შენ ხარ,

შენ მხოლოდ შენ ხარ, ასე, უბრალოდ შენ...

ღიმილის გამო კი არ მიყვარხარ ასე,

შენ მხოლოდ შენ ხარ და შენში მიყვარს ეს....

..................................




.......................................

როცა ამბობ რომ არაფერს ფიქრობ

როცა ვჩხუბობთ და შენ მაინც მითმობ

მე ამიტომაც მიყვარხარ ალბათ,

და შენ, ჩემგან მეტს არაფერს ითხოვ...

როცა ვერაფრით ალაგებ სიტყვებს,

როცა მიყვები შენს ბავშვურ ფიქრებს,

ამ ყველაფრისთვის მიყვარხარ ალბათ,

არ ვიცი,ამას შენც ხვდები იქნებ.

როცა დარდობ და არაფერს იმჩნევ,

როცა წუხარ და იღიმი ისევ,

მე ამის გამო მიყვარხარ, ვიცი...

და მინდა ამას ბოლომდე მიხვდე...

როცა ლამაზი ფილმი გატირებს,

როცა სიცილით თვალებს მარიდებ,

ეს არის, რაც მე მაყვარებს შენს თავს,

და იმედი მაქვს ამას გაიგებ...

როცა გულგრილად ჩამივლი გზაზე,

როცა მე ვხედავ ნაპერწკლებს ცაზე,

სწორედ ამიტომ მიყვარხარ ალბათ,

სწორედ ამიტომ მიყვარხარ ასე...

შენ რომ იცინი, როცა მე ვბრაზობ,

და რომ მაღიმებ, როცა მე ვდარდობ,

ეს არის რაც მე მაყვარებს შენს თავს...

მე შენ მიყვარხარ და ვიცი რატომ...
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2026 | Website builder - uCoz